ყაზახეთის გრანდ-სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა ორი მედლით დაასრულა

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ძიუდოს გრანდ-სლემი გაიმართა, რომელშიც ქართველი ძიუდოისტებიც მონაწილეობდნენ. ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე ასპარეზობა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

ბრინჯაოს მედლებს საბა ინანეიშვილი (+ 100კგ) და ზაურ დვალაშვილი (- 81კგ) დაეუფლნენ. საბა ინანეიშვილმა მეოთხედფინალი ყაზახ იერასილ კაზიბაევთან დათმო, რეპეშაჟში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით

მოასპარეზე დენის ბაჩაევს სძლია, ხოლო

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე იბრაგიმ მარგიევი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ზაურ დვალაშვილმა (- 81კგ) მეოთხედფინალში ყაზახ აბილაიხან ზუბანაზარს, რეპეშაჟში იტალიელ მადალონი ნოსას სძლია, ხოლო ფინალისთვის ბრძოლა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დავიდ კარაპეტიანთან დათმო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ქართველი ძიუდოისტები

ყაზახეთის გრანდ-სლემზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading