,,ბუდაპეშტში მიმდინარე ევროკავშირის ქვეყნებისა და პარტნიორების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტ თეოდოროს რუსოპულოსს შევხვდი”-შალვა პაპუაშვილი
,,ვისაუბრე საქართველოში არსებულ ვითარებაზე და მიმოვიხილე ადგილობრივი არჩევნებისთვის მომზადების პროცესი.
ასევე, განვიხილეთ ის ფაქტი, რომ დღესდღეობით ასამბლეაში საქართველოს პარლამენტს დელეგაცია არ ჰყავს. ამ კუთხით, ყურადღება გავამახვილე პასე-ს მიერ იანვარში მიღებულ რეზოლუციაზე, რომელმაც პარლამენტის წევრებს დელეგაციის დატოვებისკენ უბიძგა.
განვაცხადე, რომ საქართველო ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული რჩება.
აღვნიშნე, რომ ხალხის არჩევანის პატივისცემა დემოკრატიის ქვაკუთხედია და ამ პრინციპის უპატივცემულობა მიუღებელია.
გამოვხატეთ კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მზაობა.” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.




