ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ, შვეიცარიაში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაზე, საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის საქართველოში დანერგვის შესახებ სამმხრივ მემორანდუმს მოაწერა ხელი

ჟენევაში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას (WIPO), ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქპატენტს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.

ახალი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქართველი და უცხოელი სტუდენტების პირველ ნაკადს 2025 წლის შემოდგომაზე მიიღებს.

სამმხრივ მემორანდუმს ხელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ, საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა დარენ ტანგმა მოაწერეს.

საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება. ეს იქნება პირველი ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის მიმართულებით, რომელსაც რეგიონში არ აქვს ანალოგი. კურსდამთავრებულები მიიღებენ ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხს ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი / Kutaisi International University‘‘.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading