რუსთავის სპორტის სასახლეში, რუსთავის საფეხბურთო სკოლების მწვრთნელებსა და ესპანელ ფეხბურთის სპეციალისტს, საფეხბურთო სამენეჯერო კომპანიის Awesomesports -ის მთავარ მწვრთნელ რამონ ლოპისს შორის გაიმართა შეხვედრა
რუსთავის სპორტის სასახლეში, რუსთავის საფეხბურთო სკოლების მწვრთნელებსა და ესპანელ ფეხბურთის სპეციალისტს, საფეხბურთო სამენეჯერო კომპანიის Awesomesports -ის მთავარ მწვრთნელ რამონ ლოპისს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელიც რუსთავში საფეხბურთო კლუბ ,,გორდას” მოწვევით იმყოფებოდა. სტუმარმა მოწვეულ სტუმრებს (მწვრთნელებს) წარუდგინა თანამედროვე საფეხბურთო ტენდენციებისა და იმ საფეხბურთო აკადემიების (კასტელონის, სევილიას, ვალენსიას, ლევანტეს) ხედვის პრინციპები, რომლებთანაც აქტიურად თანამშრომლობს, წარმოადგინა სხვადასხვა საფეხბურთო მომენტების ანალიზის პრეზენტაცია.
რუსთავის სპორტის განვითარების ცენტრი/Rustavi Sports Development Center




