საქართველოს მასშტაბით, ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ საჯარო სკოლებში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრების ციკლი თბილისის 122-ე საჯარო სკოლაში, დასკვნითი ღონისძიებით დასრულდა!

შეხვედრებმა 1000-ზე მეტი მოსწავლე და 10-ზე მეტი ქალაქი მოიცვა.

პროექტი პროფესიული უნარების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლობით ხორციელდებოდა.

122-ე საჯარო სკოლაში ჩატარებულ დასკვნით ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ბაია კვიციანი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ხათუნა ცერცვაძე და პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირინე მარგიშვილი ესწრებოდნენ. სტუმრებმა პროექტის ფარგლებში შექმნილი პრაქტიკული ლაბორატორიები დაათვალიერეს და სტუდენტებს შეხვდნენ.

ღონისძიებების ფარგლებში, სტუდენტებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლებმა კარიერული წინსვლის შესახებ მასტერკლასები ჩაუტარეს, სადაც მათ მიიღეს ინფორმაცია შრომის ბაზრის ტენდენციებზე, კარიერული განვითარების პერსპექტივებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading