ქვემო ქართლში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძესა და „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორ დავით კვინიკაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, რწმუნებულის მოადგილეები და წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


მხარეებმა დეტალურად განიხილეს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით არსებული მდგომარეობა, არსებულ პრობლემებსა და ტექნიკურ სირთულეებზე იმსჯელეს და მათი გადაჭრის გზები დაგეგმეს.
შეხვედრის შედეგად შეიქმნა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ეტაპობრივად პრობლემების მოგვარებასა და რეგიონში წყალმომარაგების სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს.

