რუსთავში ტექნიკური საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესა და რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად რუსთავში მიმდინარე ტექნიკური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ რუსთავში თანამედროვე სტანდარტების ტექნიკური ცენტრისა და ორი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნის მოწყობას ასრულებს. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 4.9 მილიონ ლარს შეადგენს და მას საქართველოს მთავრობა სრულად აფინანსებს.

პროექტის ფარგლებში აშენდა განათებით აღჭურვილი ორი მოედანი, ტექნიკური ცენტრი შესაბამისი ავეჯითა და მოედნების მოვლისთვის საჭირო ტექნიკით. კომპლექსში განთავსებულია გასახდელები, სველი წერტილები, სამეურნეო სათავსები და 200 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, რომელიც სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რუსთავსა და მთლიანად რეგიონში სპორტის განვითარებასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading