ბოლო 24 საათში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 43 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში განხორციელებული მასშტაბური საპოლიციო ოპერაციის შედეგად, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის 43 პირი დააკავეს. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნების მოქალაქეები.

დაკავებულებს ბრალი ედებათ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციასა და მისი მომზადების მცდელობაში, ასევე — განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში შემოტანასა და შენახვა-შეძენაში.

სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება. ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა როგორც ბრალდებულების საცხოვრებელ სახლებში, ისე მათი პირადი ავტომობილებისა და მათ მიერ მითითებულ ადგილებში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკორეალიზატორები ნარკოტიკების გასაღებისთვის იყენებდნენ ინტერნეტ-აპლიკაციებს, სოციალურ ქსელებსა და ე.წ. “ხელიდან ხელში” გადაცემის მეთოდს. პოლიციამ ასევე განახორციელა საკონტროლო შესყიდვები და აღბეჭდა ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებული საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყნის მასშტაბით, 24 საათიან რეჟიმში, ინტენსიურად აგრძელებენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას და ნარკორეალიზატორების დასაკავებლად კომპლექსური ღონისძიებების ჩატარებას, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს!“, – განაცხადა გეკა გელაძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading