გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ივლისში 518 სამართალდარღვევა გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის ივლისში ქვეყნის მასშტაბით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 518 ფაქტი დაფიქსირდა.

სამართალდარღვევების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში გამოვლინდა – 234 ფაქტი. ქუთაისში გამოვლინდა 108, ბათუმში – 102, ხოლო რუსთავში – 74 შემთხვევა.

დეპარტამენტის ცნობით, სამართალდამრღვევებიდან 459 ფიზიკური პირია, ხოლო 59 – იურიდიული.
გამონაბოლქვის ნორმის დარღვევის მხრივ ყველაზე მეტი ფაქტი მსუბუქ ავტომობილებს უკავშირდება – 286 შემთხვევა. 207 ფაქტი მიკროავტობუსებს, 23 – სატვირთო ავტომობილებს, ხოლო 2 ავტობუსებს შეეხო.

მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში, დეპარტამენტმა მსგავსი ტიპის საერთო ჯამში 2933 სამართალდარღვევა გამოავლინა.

ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესება დეპარტამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რის ფარგლებშიც, დიდ ქალაქებში მოძრავი ავტომობილების გამონაბოლქვი კონტროლდება, ავტოგასამართ სადგურებზე კი საწვავის ხარისხის რეგულარული შემოწმება მიმდინარეობს.

ასევე, მიმდინარეობს საწარმოებში თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვა – 36 უმსხვილეს საწარმოს სისტემა უკვე აქვს ამოქმედებული. კომპლექსური ღონისძიებები მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading