სინოპტიკოსები 8-11 აგვისტოსთვის საქართველოში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 11 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია არამდგრადი ამინდი — მაღალი ტემპერატურის ფონზე ნავარაუდებია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა მცირე მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში კი არ არის გამორიცხული მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა ან გააქტიურება.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ამინდის გაუარესების პროგნოზი და მოემზადონ შესაძლო გართულებებისთვის.
საფრთხის დონე – საშუალოა.