ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, სსიპ სამხედრო გაწვევის და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის უფროსს, ვიცე პოლკოვნიკს ილია ჩანადირს შეხვდა, რომლის ფარგლებშიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილეს
სამუშაო შეხვედრა რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც მისი მოადგილე, ნიკა კობახიძე, მხარის შვიდივე მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარეები, სამხედრო გაწვევის და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის სერჟანტი, უფროსი სერჟანტი ირაკლი ხვედელიძე და მთავარი სპეციალისტი თეიმურაზ ჯავახიშვილი ესწრებოდნენ.
ინფორმაციასქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს.




