ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა
დღეს სასამართლოში გაიმართა პროცესი ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე. დაიკითხნენ გამომძიებლები, რომლებმაც დეტალურად გაიხსენეს დაკავების ღონისძიება.
ბრალდებულები და მათი ადვოკატები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. სასამართლო სხდომაზე ლევან ხაბეიშვილმა კიდევ ერთხელ გააკეთა პოლიტიკური განცხადება, რომლის მიხედვითაც პრობლემა აღიარებულია, ხოლო საჭიროება დებატებისა და დიალოგის გაწევის არის.
„პრობლემა რომ გვაქვს, უნდა ვაღიაროთ. ხელები გადაგვიგრიხეს, ეს ბრძოლა მოგვიგეს. ეს არის სიმართლე. არანაირი ნიშანწყალი იმის, რომ სადმე რამე ბრძოლა არის ან პროტესტი, არ არის. საჭიროა მოლაპარაკება, საუბარი, დიალოგი – ლაპარაკი, რაც არ უნდა იყოს. აიღეთ პასუხისმგებლობა. დებატებზე დაუჯექით”, – აცხადებს ხაბეიშვილი.