მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებების/კონსულტაციების გამართვა 10 თებერვლიდან დაიწყება

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობა დასახლებების მიხედვით განსაზღვრავს დასაფინანსებელ პროექტებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მოგიწოდებთ, მიიღოთ მონაწილეობა დაგეგმილ შეხვედრებში

თუ ვერ ახერხებთ თქვენს სოფელში შეხვედრაზე მისვლას, შეგიძლიათ შეხვედრის ჩატარების თარიღამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ინიციატივა ელექტრონულ ფოსტაზე municipaliteti@marneuli.gov.ge შევსებული სპეციალური ფორმის სახით.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading