ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული „გადაჭრილ გორას“ ესტუმრა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მარნეულის მერ დაურ ისმაილოვთან ერთად, სოფელ იმირში მდებარე არქეოლოგიურ კომპლექსს – „გადაჭრილ გორას“ ესტუმრა. ადგილზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, თეა ონინანთან და ეროვნული მუზეუმის დირექტორთან, დავით ლორთქიფანიძესთან ერთად.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებსა და სამუზეუმო კომპლექსის მშენებლობის პროცესს. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ძეგლის ტურისტული და ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმები. აღინიშნა, რომ „გადაჭრილი გორა“, სადაც 8000 წლის წინანდელი ღვინის კვალი იქნა აღმოჩენილი, საქართველოსა და მარნეულს მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ-ტურისტულ ცენტრად აქცევს.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მსგავსი მასშტაბის ისტორიული ძეგლების განვითარება და საერთაშორისო პოპულარიზაცია რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არქეოლოგები და მკვლევრები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading