თბილისში საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დედაქალაქში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. კონტროლის ფარგლებში ინსპექტირება 20-მდე ობიექტში ჩატარდა. მათგან 9-ში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის შედეგადაც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

კრიტიკული დარღვევები გამოვლინდა შემდეგ ობიექტებში:

  • შპს „კოსმო ინკ“, ბრენდული დასახელება Fire Wok (ქ. თბილისი, დადიანის 20)
  • ინდმეწარმე ჰ. ს. (გიული ჭოხონელიძის ქ. 16)
  • შპს „მიაო ჯია“ (თაბუკაშვილის ქ. 6)
  • შპს „იომი 1977“ (გამრეკელის 3)
  • ინდმეწარმე დ. ქ., ბრენდული დასახელება Evil Wok (დიღმის მასივი, III კვარტალი, 35-ე კორპ.)
  • შპს „რ ნ ა ენთერფრაისი“ (შ. ნუცუბიძის 2)
  • შპს „ალ მადინა კეივ“ (ტეტელაშვილის 2)
  • შპს „იოკო აზია“ (ჭავჭავაძის ქ. 19)
  • შპს „ფლემ ქათერინგ მენეჯმენტ“, ჩინური რესტორანი „ბამბუ“ (ბუდაპეშტის 32)

კონტროლის შედეგად ასევე გამოვლინდა ეტიკეტირების წესის დარღვევები, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობა, ვადაგასული პროდუქტი და მიკვლევადობის წესის დარღვევები. ბიზნესოპერატორებმა დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად და მიიღეს რეკომენდაციები დარღვევების გამოსასწორებლად.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიეწოდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading