ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ხარაბაძემ თანამდებობა დატოვა
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე თანამდებობას ტოვებს. Marneuli TV-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის მოადგილედ გააგრძელებს საქმიანობას.
შეგახსენებთ, რომ ხარაბაძე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე 2025 წლის 6 მაისს დაინიშნა.
ახალ პოზიციაზე მისი დანიშვნა ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა რამდენიმე წყაროს ცნობით, ის უკვე ჩაერთო უწყების სამუშაო პროცესში.