წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თეთრიწყაროს მერობის კანდიდატი მიხეილ აფციაური სოფელ გოლთეთს მოსახლეობას შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თეთრიწყაროს მერობის კანდიდატი მიხეილ აფციაური სოფელ გოლთეთს ეწვია. მასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდა სოფლის მაჟორიტარობის კანდიდატი ნანა ონიანი და კამპანიის სხვა წევრებიც.

შეხვედრა ნაყოფიერად წარიმართა – კანდიდატებმა ადგილობრივებს მოუსმინეს, გაუზიარეს საკუთარი გეგმები და იმსჯელეს სოფლის განვითარების შესაძლებლობებზე. აფციაურის განცხადებით, მისთვის და გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია მოქალაქეების საჭიროებების სწორად გაგება და თითოეული პრობლემის დროული, ეფექტიანი მოგვარება.

„განსაკუთრებით მახარებს მოსახლეობის კეთილგანწყობა და მხარდაჭერა,“ – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

