რუსთავში სტუდენტური პროგრამის „მართე შენი ქალაქი“ მეათე ეტაპი დაიწყო

რუსთავის მერია მეხუთე წელია ახორციელებს ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებულ სტუდენტურ პროგრამას „მართე შენი ქალაქი“. ახალი – მეათე ეტაპის მონაწილე სტუდენტებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ ანელი ჩხარტიშვილთან ერთად.

მერის თქმით, პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია და მისი მიზანია ახალგაზრდების ჩართვა თვითმმართველობის საქმიანობაში. სტუდენტები რამდენიმე დღე მერიის სხვადასხვა სამსახურებში გადიან პრაქტიკას და ეცნობიან მათ მუშაობის სპეციფიკას.

🔹 პროგრამის ფარგლებში უკვე 40 ახალგაზრდა დასაქმდა რუსთავის მუნიციპალიტეტში.
🔹 პროექტის მთავარი ამოცანაა ახალგაზრდების პროფესიული განვითარება და ქალაქის მართვაში მათი აქტიური მონაწილეობა.

რუსთავის მერიის თქმით, ახალგაზრდული პოლიტიკა ქალაქში მოიცავს სრულ ციკლს – განათლებიდან კარიერულ ზრდამდე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading