ჯანდაცვის სამინისტრო ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვებს ახალი გლუკოზის მონიტორინგის სისტემებით უზრუნველყოფს
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 მქონე ბავშვებისთვის, მათი საჭიროებების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანია Abbott Laboratories-თან შეთანხმება მიაღწია და შეიძინა გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა Libre 2+.
📌 განაცხადების მიღება უკვე დაიწყო, ხოლო მოწყობილობების გაცემა ეტაპობრივად მოხდება იმ პაციენტებისთვის, ვისაც სენსორი კლინიკურად ნამდვილად სჭირდება.
შესაბამისი კრიტერიუმების განსაზღვრის მიზნით, მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დარგის სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. Libre 2+ სისტემა შედგება სენსორისა (15-დღიანი ვადით) და წამკითხველისგან, რომელიც მონაცემებს 90 დღის განმავლობაში ინახავს.
📞 Abbott-მა ქართულ ბენეფიციარებისთვის შექმნა ცხელი ხაზი:
+995 800 00 80 77 (სამუშაო დღეებში 09:00–17:00) — ტექნიკური მხარდაჭერისა თუ წუნის დაფიქსირების შემთხვევაში.
🔹 შეგახსენებთ, რომ 2022 წლიდან ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან Medtronic-ის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებითაც.