ქვემო ქართლის პოლიციამ გარდაბანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა და 3 პირი ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის ძალადობრივად დარღვევისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული ე.მ. და 1995 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს, ხოლო 1999 წელს დაბადებული ს.ა., 1971 წელს დაბადებული ა.მ. და 1996 წელს დაბადებული ე.მ. ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში 6 პირს შორის მომხდარი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა დაპირისპირებაში მონაწილე 2 პირს.

შემდეგ, დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა კუთვნილი ავტომანქანა 2 მათგანს განზრახ დააჯახა, რის შედეგადაც ფ.ა. ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი ცხელ კვალზე დააკავეს და 3 პირი ამხილეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 160-ე და 126-ე მუხლებით, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading