ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღიას კვალიფიკაციის ფინალში ითამაშებს

ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციოს ნახევარფინალური ეტაპი მიმდინარეობს.

მამაკაცთა ბადეში მეორე მატჩი ჩაატარა ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

ბასილაშვილმა პირველ სეტში ხუთიდან ხუთი ბრეიკპოინტი მოიგერია, თავად კი ოთხიდან ორი ბრეიკპოინტი გამოიყენა. მეორე სეტში ბასილაშვილს მხოლოდ ერთი ბრეიკპოინტის მოგერიება მოუწია. მან მეოთხე გეიმში შეასრულა ბრეიკი, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ავსტრალიის ღიას ძირითად ბადეში გასასვლელად ბასილაშვილს ერთი მატჩის მოგება რჩება. კვალიფიკაციის ფინალში ქართველი იტალიელ ფრანჩესკო პასაროსა (105-ე ნომერი) და ესპანელ ხავიერ ბარანკო კოსანოს (227) შორის მოგებულს შეხვდება.

ავსტრალიის ღიას ძირითადი ბადის წილისყრა პარასკევს გაიმართება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading