თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ბრალდებით ისრაელის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, ისრაელის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული მ.მ., დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულის ბარგის შემოწმებისას 8 აბი და აბის ნატეხი ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.