ქვემო ქართლის მხარეში განათლების, საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი ესწრებოდა
გასვლითი სხდომის ფარგლებში, კომიტეტის წევრები მარნეულის №2, ასევე სოფელ წერეთელსა და სოფელ შულავერში მშენებარე საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ და სამშენებლო პროცესს გაეცნენ.
თითოეული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 180 ბავშვზეა გათვლილი
. საბავშვო ბაღების ეზოებში მოეწყობა რეკრეაციული სივრცეები და სათამაშო მოედნები ასევე, სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
მშენებლობის პროექტები ,,ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
კომიტეტის წევრები ასევე ეწვივნენ სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლას. დეპუტატები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაესაუბრნენ და სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
მარნეულში კომიტეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ: პარლამენტის წევრი, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების დელეგატი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები გასვლითი სხდომის ფარგლებში ასევე ესტუმრნენ ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლას.
სკოლა ერთ-ერთია 20 საპილოტე სკოლიდან, სადაც საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ სკოლაშივე, სრული
ზოგადი განათლების პარალელურად, პროფესიული განათლება მიიღონ. სწავლის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ატესტატთან ერთად მიიღონ დიპლომი, რომელიც მათ კვალიფიკაციას ადასტურებს. კომიტეტის წევრებმა ახლად რეაბილიტირებული სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
კომიტეტის წევრებთან ერთად ბოლნისის სკოლაში იმყოფებოდნენ: პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა
გობეჯიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი.




