28 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გარდაბნის ცენტრალურ პარკში ღონისძიება გაიმართება
ღონისძიების დასაწყისი: 17:00 საათი
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა:
ადგილობრივ მეწარმეთა და მხატვართა ნამუშევრების საგამოფენო სივრცე;
კვების სივრცე;
საბავშვო სივრცე.
ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ ა.(ა.)ი.პ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ანსამბლი „ბეთანია“ და ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ანსამბლები.
საღამოს კი მუსიკალურად გააფორმებს ანსამბლი „შვიდკაცა“.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია
