,,პირველი ქვეყანა ვართ ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდით, წარმოიდგინეთ. არა თუ ფიზიკურად გადავრჩით ეკონომიკური ზრდით ვართ ევროპაში პირველები”-მამუკა მდინარაძე

„ამ ქვეყანაში ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარი შემოვიდა გარედან იმისათვის, რომ ეს სიძულვილის ენა ამგვარად ყოფილიყო რეალიზებული, რომ ჩვენ, ქართველებს ერთმანეთი შეგვაზიზღონ და შეგვაძულონ. რომ ერთმა მხარემ მეორეს ეძახოს რუსი, ოკუპანტის ინტერესების გამტარებელი. მათთვის სახელი დაერქმიათ, კი ბატონო, ესეც გგონიათ ძალიან ანაღვლებთ მათ პატრონებს? ჩვენ თავის სახლეს რომ ვარქმევთ და მოღალატეებს ვეძახით, ესეც რაღაც კუთხით მათ ინტერესშიც კია. სხვა გზა არ გაქვს, ქართველ ხალხს უნდა უთხრა სიმართლე და ეს იძულებითი სვლაც კი გამოყენებულია მათ მიერ. იმიტომ, რომ პოლარიზაციის გაღვივებას ნამდვილად უწყობს ხელს, უბრალოდ, შენ სხვა გზა არ გრჩება, რადგან ამ შემთხვევაში ჩაგანაცვლებენ აგენტურით, თუ არ უთხარი ხალს სიმართლე და მათი მეტი, უფრო დიდი მიზანი უკვე მიღწეულია და ისე შეგაგდებენ სადღაც ომში, როგორც არაფერი და გამოგიყენებენ პაიკად. მათი მხრიდან რაღაცებზე რუსული კანონების 100 ათასჯერ ძახილი და პიარული კოდალას ეფექტი, ეს ტყუილები ემსახურება იმას, რომ გახლიჩონ ჩვენი საზოგადოება. როცა საზოგადოებას გახლეჩ მერე იქ მართვა უფრო ადვილია. უბრალოდ, ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გაშიფრა და ჩვენც ჩვენი მოკრძალებული წვლილი გვაქვს ამაში. არ წაჰყვა აგენტურის ნარატივს და ამით გადავრჩით ფიზიკურად. ასევე, პირველი ქვეყანა ვართ ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდით, წარმოიდგინეთ. არა თუ ფიზიკურად გადავრჩით ეკონომიკური ზრდით ვართ ევროპაში პირველები. ამასაც მივაღწიეთ. ეს ფაქტია და დანარჩენი ილაპარაკონ, მაინც ლაპარაკობენ საშინელებებს“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading