ქართული მშვილდოსნობის ისტორიაში პირველად ევროპის გრან-პრის მიმდინარე ეტაპზე საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა

თურქეთის ქალაქ ანტალიაში ევროპის გრან-პრის ეტაპი მიმდინარეობს.

ალექსანდრე მაჭავარიანისა და მედეა გვინჩაძის წყვილმა ევროპის გრან-პრის პირველი ეტაპის ჩემპიონობა იზეიმა, რაც ისტორიული შედეგია.

ფინალში მათ მასპინძელი თურქეთის ნაკრები დაამარცხეს. ამ შეხვედრამდე კი უკრაინის, შვეიცარიისა და უზბეკეთის ნაკრებებს მოუგეს.

მშვილდოსნები ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading