მებაჟე ოფიცრებმა სარფში დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა.  კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური ასევე, კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 101,25  გრამი) და ოქროს ფირფიტები ( 293,49 გრამი) გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ  97 499,12 ლარი შეადგინა.


საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading