რუსთავში, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი ,,ქართული”, ანსამბლ ,,სალხინოს” და ,,კახაბერის და ხანუმების” ორსაათიანი კონცერტით გაიხსნა

რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილმა საფესტივალო სივრცემ და გრანდიოზულმა საკონცერტო შოუმ, გუშინ 15 ათას ადამიანს უმასპინძლა.

კონცერტის დასასრულს, რუსთავის გონაშვილის სახელობის სკვერში, ანსამბლ ,,სალხინოს” ვარსკვლავიც გაიხსნა.

ცენტრალურ პარკში, საფესტივალო სივრცე, დღის 14:00 საათზე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან და საქართველოს პარლამენტში, რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად გახსნა.

რუსთავის ქოეოგრაფიული ფესტივალი,10 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 26 ანსამბლი და 3000 ახალგაზრდა მოცეკვავე მიიღებს მონაწილეობას.

რუსთავის მერია

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading