,,ქართველი ხალხის სახელით, თანავუგრძნობ პრეზიდენტ ერდოღანს, მეგობარ თურქ ხალხს და ამ მძიმე წუთებში გამძლეობას ვუსურვებ დაღუპულთა ოჯახებს“-მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში, სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო.
ქართველი ხალხის სახელით, თანავუგრძნობ პრეზიდენტ ერდოღანს, მეგობარ თურქ ხალხს და ამ მძიმე წუთებში გამძლეობას ვუსურვებ დაღუპულთა ოჯახებს“, – ნათქვამია ყაველაშვილის სამძიმრის წერილში.