შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს თელავში მასპინძლობს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის – ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანს თელავში, არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მასპინძლობს, სადაც ორი პარლამენტის სპიკერების შეხვედრა შედგა.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის მზარდი თანამშრომლობა, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანა.

ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობაზე. აღინიშნა გასული წლის ინტენსიური დღის წესრიგი და ნაყოფიერი ორმხრივი ვიზიტები. მხარეებმა გამოხატეს საკანონმდებლო სფეროში კავშირების შემდგომი გაძლიერების მზაობა.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები და სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. მხარეებმა დაადასტურეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ნდობის განმტკიცების მიმართულებებით თანამშრომლობის მზაობა. ასევე, აღინიშნა კავკასიის სატრანზიტო დერეფნების პოტენციალის ათვისების პერსპექტივები.

შალვა პაპუაშვილი მიესალმა სომხეთის ძალისხმევას ევროკავშირთან დიალოგის გაღრმავების მიმართულებით. მან განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს სომხეთის ევროპულ პერსპექტივას და საქართველოს გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოხატა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading