პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ 27 ივნისს მოისმენს

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით 27 ივნისს წარდგება.


146-გვერდიან მოხსენებაში საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება, საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა.


ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივებისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტებიც განსაზღვრა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading