ქართველი პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე თბილისის „მსოფლიოს თასის“ ვიცე-ჩემპიონია

„თბილისი არენაზე“ პარაძიუდოში მსოფლიოს თასის გათამაშება მიმდინარეობს. ქართველმა პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ (+ 95 კგ) ფინალი ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე პარასპორტსმენთან დათმო და ვიცე-ჩემპიონი გახდა.

„მსოფლიოს თასზე“ საქართველოსთვის ეს მეშვიდე მედალია. -70 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა და გიორგი ქალდანმა ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო ზურაბ ზურაბიანი ვიცე-ჩემპიონი გახდა. ჩემპიონობა იზეიმა საბა ბაღდავაძემაც (-81 კგ), ამავე წონაში ბაჩუკი შელიამ ბრინჯაოს მედალი მიიღო. – 95 კგ წონით კატეგორიაში ზვიად გოგოჭურმა ჩემპიონობა იზეიმა, ლაშა ყიზილაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირში მონაწილეობს 25 ქვეყნის 250-ამდე წარმომადგენელი, მათ შორის – მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონები.

ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading