სარფის მებაჟე ოფიცრების მიერ, დიდი ოდენობით არადეკლარირებული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა
თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან, შემოსული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების 1 755 ცალი მედიკამენტი აღმოაჩინეს
არადეკლარირებული მედიკამენტების საერთო საბაჟო ღირებულებამ 61 890 ლარი შეადგინა
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა