ქართველი პარაძიუდოისტი ლაშა ყიზილაშვილი თბილისის „მსოფლიოს თასის“ ბრინჯაოს პრიზიორია
„თბილისი არენაზე“ პარაძიუდოში მსოფლიოს თასის გათამაშება მიმდინარეობს. ქართველმა პარაძიუდოისტმა ლაშა ყიზილაშვილმა (- 95 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბრაზილიელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
„მსოფლიოს თასზე“ საქართველოსთვის ეს მეხუთე მედალია. პირველ დღეს -70 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა და გიორგი ქალდანმა ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო ზურაბ ზურაბიანი ვიცე-ჩემპიონი გახდა. ჩემპიონობა იზეიმა საბა ბაღდავაძემაც (-81 კგ), ამავე წონაში ბაჩუკი შელიამ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირში მონაწილეობს 25 ქვეყნის 250-ამდე წარმომადგენელი, მათ შორის – მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონები.
ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
