ქართველი პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური თბილისის „მსოფლიოს თასის“ ჩემპიონია
„თბილისი არენაზე“ პარაძიუდოში მსოფლიოს თასის გათამაშება მიმდინარეობს. ქართველმა პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა (-95 კგ) ფინალში ფრანგი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.
„მსოფლიოს თასზე“ საქართველოსთვის ეს მეექვსე მედალია. პირველ დღეს -70 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა და გიორგი ქალდანმა ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო ზურაბ ზურაბიანი ვიცე-ჩემპიონი გახდა. ჩემპიონობა იზეიმა საბა ბაღდავაძემაც (-81 კგ), ამავე წონაში ბაჩუკი შელიამ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა ყიზილაშვილმაც (- 95 კგ) ასევე ბრინჯაოს მედალი მიიღო.
ტურნირში მონაწილეობს 25 ქვეყნის 250-ამდე წარმომადგენელი, მათ შორის – მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონები.
ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
