ქარელის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შიდა ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ზ.ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელი — 1975 წელს დაბადებული ზ.ი. მოკლა. დაკავების მცდელობისას ბრალდებულმა სამართალდამცველების მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ორი პოლიციელი დაშავდა. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.