ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით, ლატვიაში აკრედიტებული საქართველოს, ბელგიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ბულგარეთის, კანადის, ირლანდიის, სლოვაკეთის, სლოვენიისა და სომხეთის ელჩების სახელით, Riga Latvian Society House-ში გაიმართა ყოველწლიური ფრანკოფონიის ღონისძიება, რომელიც გახსნა ბელგიის ელჩმა, კარლ პეეტერსმა
დამსწრე საზოგადოებას – ლატვიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიესალმა ლატვიაში საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი, რომელმაც ისაუბრა საქართველოს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და საქართველოს ფრანგულენოვან სამყაროსთან ისტორიული კავშირების შესახებ.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საელჩოების სახელით, გაიმართა მიღება.
ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები ავრცელებს.

