საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) საჯარო სხდომაზე კომისიამ განიხილა საკითხები ახალი მომხმარებლების გამანაწილებელ ქსელებზე მიერთებების ვადების და საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების ვადების შესახებ

გარდა ამისა, სხდომაზე განიხილეს საკითხები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში მომხმარებელთა USSD, *303# და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული საშუალებით ინფორმირების პირობების დამტკიცებისა და ასევე, საცალო მომხმარებლის მიერ სსიპ „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით ჩასაბარებელი განცხადებების კატეგორიების განსაზღვრის თაობაზე.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ინტერ გაზის“ სახელზე გაცემულ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2025 წლის 17 აპრილი, ხოლო კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადად – 2025 წლის 30 აპრილი.

კომისია მოუწოდებს მომხმარებლებს, კომუნალური კომპანიების მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მომართონ სემეკს ან მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს.

მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ ქოლ ცენტრის ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან სემეკის სოციალური გვერდის საშუალებით.

ინფორმაციას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია  ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading