18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, საქართველოს მწერალთა სახლში ღონისძიება „ღამე მუზეუმში“ გაიმართება

დავით სარაჯიშვილის მემორიალური და რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმები 18 მაისს საღამოს 19:00 საათზე გაიღება და გვიან ღამემდე უმასპინძლებს ვიზიტორებს.

სტუმრები დაათვალიერებენ მუზეუმების მუდმივმოქმედ და დროებით საგამოფენო სივრცეებს, დაესწრებიან მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას.

მწერალთა სახლის ისტორიულ შენობაში, ღამის შუქებით გაფერადებულ აივნებსა და ტერასაზე გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენა − „ჩვენ ცისფერი ყანწები“, გათამაშდება სპექტაკლი იუნკერთა თავგანწირულ ბრძოლაზე − „ისტორიის გაკვეთილი“; მუზეუმის გიდები გაგიძღვებიან ღამეულ სამუზეუმო მარშრუტებზე, მოგითხრობენ რეპრესირებული ქალების ისტორიებს.

წლევანდელი წელი ტიციან ტაბიძის საიუბილეო წელია.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემატიკაა ტიციან ტაბიძის პოეზია.

პროგრამა:

19:00-03:00 სთ. დავით სარაჯიშვილის მემორიალური და რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმების ექსპოზიციების დათვალიერება − ტური ყოველ ერთ საათში;

19:00-03:00 სთ. დროებითი ექსპოზიცია „ტიციან ტაბიძე-130“;

20:00-21:00 სთ. „ჩვენ − ცისფერი ყანწები“, თეატრალიზებული წარმოდგენა (გიორგი კაშიას სამხატვრო ხელმძღვანელობით);

21:00-22:00 სთ. „რეპრესირებული ქალების ისტორიები“;

22:00-23:00 სთ. სპექტაკლი იუნკერთა ბრძოლასა და მარო მაყაშვილზე „ისტორიის გაკვეთილი“ (რეჟისორი: ანდრია ვაჭრიძე).

მისამართი: თბილისი, ივანე მაჩაბლის ქ. 13

„ღამე მუზეუმში“ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. 2015 წლიდან აქტიურად ტარდება საქართველოშიც.

შეიძლება იყოს შანდალი and ტექსტი გამოსახულება

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading