ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის რვა ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2025 წლის ივნისის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის—უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის რვა ფაქტი გამოავლინეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით – აღნიშნულ ფაქტებზე ბრალი წარედგინა ექვს პირს, რომელთაგან სამი უკვე დაკავებულია.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზემოაღნიშნული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების 46 501 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 227 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას უაქციზო პროდუქციის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ, რათა უზრუნველყოს საბიუჯეტო შემოსავლების დაცვა და სამართლიანი ბიზნესგარემოს შექმნა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
