მამუკა მდინარაძე – საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო, რატომ კადრულობენ ამ ტყუილს, შეგიძლიათ, ტყუილის ავტორებს მოჰკითხოთ, თან მკაცრად

„საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო – ტყუილია, არ გაგვიუქმებია (კანონს თუ ვინმე წაიკითხავს, ცუდი არ იქნება).

რატომ კადრულობენ ამ ტყუილს, შეგიძლიათ, ტყუილის ავტორებს მოჰკითხოთ, თან მკაცრად!

რაც შეეხება ხელშეკრულებით დასაქმებულს, მას არც აქამდე მოეთხოვებოდა! მაგალითად, მინისტრს შეეძლო, დაენიშნა უცხოელი მრჩეველი, რომელმაც ქართული არ იცოდა. თუ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონტექსტმა ვინმე ააღელვა ამ მიმართულებით, შეგვიძლია, ხელშეკრულებით დასაქმებულზეც ჩავწეროთ ენის ცოდნის ვალდებულება, არ იქნება ისე ცუდი, ადგილობრივების დასაქმების სავალდებულოობის კონტექსტში.

უცხოელ მუშახელზე გამონაკლისს დავუშვებთ, ბოლოსდაბოლოს, თუ აუცილებელი იქნა“, – წერს მამუკა მდინარაძე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading