უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები როგორც საერთაშორისო, ასევე შიდასახელმწიფოებრივ გზებზე, შესაბამისი ტექნიკა არის მობილიზებული უკვე სოფლებამდე მისასვლელ გზებზე – ირაკლი ქარსელაძე
„ყველა შესაბამისი სამინისტრო და სამსახური ჩართულია. კოორდინირებულად მიმდინარეობს სამუშაოები კონკრეტული გეგმის შესაბამისად. ვფიქრობთ, რომ კავშირის დამყარება მოხდება იმ მდებარეობებთან, სადაც ამ წუთში არ არის კავშირი. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზები ამ მომენტისთვის გაწმენდილია და გაგრძელდება სამუშაოები. ინტენსიურმა თოვამ მნიშვნელოვანი პრობლემები და გამოწვევები შექმნა, თუმცა შესაბამისი პასუხი როგორც მობილიზაციის, ასევე შესაბამისი სამუშაოებისა და ღონისძიებების თვალსაზრისით გათვალისწინებულია“, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.