იუსტიციის სასწავლო ცენტრმა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შესახებ გამართულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს შესაბამისი სასწავლო კურსისა და პრაქტიკული სახელმძღვანელოს შინაარსის, ასევე – დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების განვითარების შემაფერხებელი გარემოებებისა და სწავლების სირთულეების შესახებ.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართა ,,დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შესახებ სამართლებრივი წიგნიერების გაძლიერების პროექტის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებით და მიზნად ისახავს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების სასწავლო კურსისა და პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნას.

აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელო გადაეცემა იუსტიციის სასწავლო ცენტრს, რის საფუძველზეც შეიქმნება ახალი ტრენინგმოდულები, რომლის გავლაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც იუსტიციის სასწავლო ცენტრის, საქართველოს მედიატორთა და ადვოკატთა ასოციაციების, ისე – აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და პრაქტიკოსი მოსამართლეები.

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი -TCJ 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading