„გვაქვს საქმე სტიქიასთან, რა თქმა უნდა, რთული მდგომარეობაა, მაგრამ შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც, პრაქტიკულად, ყველა ის საჭიროება, რომელიც აქვთ მოქალაქეებს, იქნება დაკმაყოფილებული”-მიხეილ სარჯველაძე
,,გვაქვს საქმე სტიქიასთან, რა თქმა უნდა, რთული მდგომარეობაა, მაგრამ შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც, პრაქტიკულად, ყველა ის საჭიროება, რომელიც აქვთ მოქალაქეებს, იქნება დაკმაყოფილებული. ეს არ არის მარტივი ამოცანა, ამისთვის მობილიზებულია ყველა რესურსი ყველა მიმართულებით. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამართულ მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს რეაგირება ყველა იმ საჭიროებაზე, რომლის თაობაზეც ინფორმაციას ვიღებთ. თავდაუზოგავად იმუშავეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ამ დღეების განმავლობაში მედიკამენტების საჭიროებიდან დაწყებული, უშუალოდ სამედიცინო მომსახურების გაწევით დამთავრებული. ბუნებრივია, რომ ისე ოპერატიულად ვერ ხერხდებოდა ამ ყველაფრის განხორციელება დიდთოვლობის გამო, თუმცა, ვფიქრობ, ეს პრობლემა უახლოესი საათების განმავლობაში გამოსწორებული იქნება და სადაც იქნება საჭიროება, ყველგან იქნება ხელმისაწვდომი ყველა ის რესურსი, რომელიც სჭირდებათ მოქალაქეებს“, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ოზურგეთში განაცხადა.