უმძიმესი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე – ინფორმაციას “ბიბლუსი ჯგუფი” ავრცელებს
“გამოვხატავთ უდიდეს მწუხარებას და ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ყველა თანამშრომელს. ირაკლი გაგნიძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა „ბიბლუსს“ და მისი წვლილი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში შეუფასებელია”, – ნათქვამია “ბიბლუსი ჯგუფი” -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.