,,დიფ სთეითის დამარცხების შემდეგ, დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყება და ეს ყველაფერი საქართველოზე დადებითად აისახება”-კახა კალაძე

„არაერთხელ გამოვთქვით მზაობა, რომ მივესალმებით ურთიერთობების დარეგულირებას. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიცავდით ჩვენს ინტერესს, ქვეყანას და არავის ვაძლევდით საშუალებას, საქართველო გამოეყენებინათ თავიანთი ზრახვებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ეს სამი წელი. გახსოვთ, რა განცხადებები კეთდებოდა – იყო პირდაპირი მუქარები, შანტაჟი, რომელიც ახლაც გრძელდება, თუმცა ხალხთან ერთად დავდექით ძალიან მტკიცედ, გამოვიჩინეთ პრინციპულობა, საზოგადოებას ავუხსენით რეალობა, თუ რა გამოწვევების წინაშე იდგა ქვეყანა, რა ძალები ებრძოდნენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას ადგილობრივი აგენტურის ჩართულობით. ხალხმა გაიგო ყველაფერი, მხარი დაგვიჭირა და ერთად შევძელით, რომ ქვეყნისთვის ძალიან დიდი უბედურება აგვერიდებინა.

აშშ-ის პრეზიდენტს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხება და გვინდა, რომ ეს ყველაფერი აისახოს საქართველოზე, არამხოლოდ განცხადებებით, არამედ კონკრეტული ნაბიჯებით, ქმედებებით, ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყოს და ყველაფერი, თუნდაც სტრატეგიული ურთიერთობები, დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, – აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading