სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში უეფას 49-ე კონგრესი გაიმართა

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წევრი ფედერაციის ხელმძღვანელებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. კონგრესის ფარგლებში გაიმართა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის და ფიფას საბჭორს წევრების არჩევნები.

კონგრესს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე ესწრებოდნენ.

კონგრესამდე, 2 აპრილს, სერბეთის დედაქალაქში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სფფ-ის პრეზიდენტმა და უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა ლევან კობიაშვილმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading