უკანონო მიგრანტების გაძევება ქვეყანაში – შსს-ს აქტიური მოქმედებები ბოლო 3 თვეში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის მუშაობა მნიშვნელოვნად გააქტიურდა. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო სამ თვეში დეპარტამენტმა გააძევა ქვეყნიდან თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი, რამდენიც მთელი გასული წლის განმავლობაში.

„ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. ბოლო სამ თვეში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა გააძევა ქვეყნიდან თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი, რამდენიც მთელი გასული წლის განმავლობაში. ეს სტატისტიკაც მეტყველებს, რომ ეფექტიანობის ხარისხი არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და შსს ბევრად ეფექტიანად მუშაობს ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველა მიმართულებით,“ – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, აქტიური მუშაობა გრძელდება უკანონო მიგრაციის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული მიმართულება რჩება ერთ-ერთ პრიორიტეტად სამართალდამცავი უწყებების მუშაობაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading