პარლამენტს მოქალაქეთა ჯგუფმა პეტიცია სახელწოდებით – „გახსენით ვაწერთ“ წარუდგინა, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო დოკუმენტს მსვლელობა არ მიეცა

პარლამენტს მოქალაქეთა ჯგუფმა პეტიცია სახელწოდებით – „გახსენით ვაწერთ“ წარუდგინა, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო დოკუმენტს მსვლელობა არ მიეცა, რაზეც გადაწყვეტილება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

„გვინდა საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ ჩვენთვის – საზოგადოების უმრავლესი ნაწილისთვის წარმოუდგენელია ის ყველაფერი, რაც ბოლო დღეებია ჩვენს ქვეყანაში ხდება. ასეთი ზიზღი, ბულინგი, თავდასხმა და ერთმანეთის ვერ ატანა არ ახსოვს საქართველოს. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ყველაფერზე მაღლა დადგომა ერთმანეთისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას ყველა მხრიდან როგორც ფიზიკურს, ისე ფსიქოლოგიურს – დაუშვებელია ქართველი ქართველს ასე ექცეოდეს, დაუშვებელია ევროპული მომავლის შენება ამ გზით გვინდოდეს!

ჩვენ უნდა გავხდეთ მაგალითები ჩვენი შვილებისთვის, რომ ზიზღით და ურთიერთდაპირისპირებით მომავალი ვერ აშენდება. ამით მხოლოდ მტერს ვახარებთ.

ამიტომ, გამოვდივართ ინიციატივით, გავერთიანდეთ, შევიკრიბოთ და მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ერთად ვდგავართ ჩვენი შვილების, შვილიშვილების ევროპული მომავლისთვის, ყოველგვარი ძალადობისა და დაპირისპირების გარეშე.

პროცესებმა ნათლად აჩვენა, რომ არანაირი გადახვევა ევროპული გზიდან არ მომხდარა და მთავრობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, მზად არის ხელი მოაწეროს და გახსნას მოლაპარაკებები ევროპასთან, რასაც მათი განცხადებები და ქმედებები ცხადყოფს.

ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი, რომელსაც სურს, საქართველოს ევროინტეგრაცია და ქვეყნის ურყევი, მშვიდობიანი განვითარება.

შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელმაც ჩვენი არჩევანი 26 ოქტომბერს მკაფიოდ დავაფიქსირეთ, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და მშვიდობიანი განვითარებისთვის უზრუნველსაყოფად, მივმართავთ ევროკავშირს – გახსენით მოლაპარაკებები. გახსენით ვაწერთ!

საკითხს გააჩნია პოლიტიკური მდგენელი. მთავრობის მეთაურის მხრიდან არაერთხელ გაცხადდა, რომ ჩვენ ვართ სრულიად მზად პოლიტიკური თვალსაზრისით. რაც მალე მოხდება ეს ევროკავშირის მხრიდან – წერილობითი თუ გადაწყვეტილების ფორმით – მზად ვართ მყისიერად დავეთანხმოთ. ეს მხოლოდ ჩვენი ინტერესია! ამ შემთხვევაში ბურთი არის ევროკავშირის მხარეს და ჩვენ ნაბიჯს ევროკავშირისგან ველოდებით – ჩვენ მყისიერად დავეთანხმებით, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რაც მალე მით უკეთესი! ეს სრულიად არის ევროკავშირის მხარეს. ჩვენ ვართ არა მხოლოდ პეტიციის ავტორების, არამედ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სულისკვეთების თანაზიარი, რომელსაც ხელისუფლებასთან ერთად აქვს უდიდესი სურვილი, რომ ეს დროულად მოხდეს-განაცხადა დავით მათიკაშვილმა

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading