რუსთავმა, ახალგაზრდულ კონფერენციას- “ახალგაზრდები და გლობალური შესაძლებლობები” უმასპინძლა

შეხვედრა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ბააკაშვილმა გახსნეს.

ღონისძიებას, რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლ;ების დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, ოქსფორდის ლიდერობის ცენტრის (Oxford centre for leadershif) პროგრამის კოორდინატორი ამნა ადნანი, ამავე პროგრამის ხელმძღვანელი ადნან რაფიქი, კემბრიჯის უნივერსიტეტის წარმომადგენელი რაფიულაფ კაკარი და ოქსფორდის სტუდენტთა კავშირის წევრი ლეო ბუკლეი ესწრებოდნენ.

კონფერენციაში 300-ზე მეტმა რუსთაველმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

ქართველმა და უცხოელმა სპიკერებმა- ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა, 21-ე საუკუნის ახალგაზრდულ შესაძლებლობებზე, კარიერული წინსვლისთვის საჭირო უნარების განვითარებაზე და განათლების სფეროში ციფრული ტექნოლოგიების როლზე ისაუბრეს.

კონფერენციის მონაწილე ახალგაზრდებს ოქსფორდის ლიდერობის სკოლის სერთიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება, ახალგაზრდობის სააგენტოს და რუსთავის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

ინფორმაციას რუსთავის მერია-Rustavi City Hall აქვეყნებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading